ევროტურნირები

 2018/09/11 02:07

ევროტურნირები
ვახტანგ ჭანტურიშვილმა გაიტანა. მილანმა და არსენალმა ვერ მოიგეს
ავტორი
გოგა წურწუმია

დღეს, ევროპა ლიგის მე-4 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ბეტისმა და მილანმა მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ესპანელებმა ანგარიშის გახსნა მე-12 წუთზე მოახერხეს. 

ჯენარო გატუზოს შეგირდებმა შეხვედრის გადარჩენა 62-ე წუთზე შეძლეს. „როსონერის“ ამჯერადაც სუსომ უშველა, რომელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა. 

***

ვერ მოიგო თავისი შეხვედრა ლონდონის არსენალმაც. უნაი ემერის ბიჭებმა საკუთარ კედლებში სპორტინგს უმასპინძლეს. მატჩი ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის უინტერესო აღმოჩნდა. 

E ჯგუფის ლიდერებმა საბოლოოდ, ქულების გაიყვეს. ტაბლოზე კი, უგოლო ფრე დაფიქსირდა (0:0). 

***

ვახტანგ ჭანტურიშვილისა და დავით სხირტლაძის ტრნავამ დინამო ზაგრებს ვერაფერი მოუხერხა.  მატჩის 63-ე წუთზე ჭანტურიშვილმა პრესტიჟის გოლი გაიტანა. საბოლოოდ, ხორვატებმა ქართველი ლეგიონერების გუნდს 3:1 მოუგეს და ჯგუფიდან ოფიციალურად გავიდნენ. 

დავძენთ, რომ ვახტანგმა 90 წუთი ითამაშა, ხოლო სხირტლაძე 83-ე წუთზე შეცვალეს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები