ლეგიონერები

 2018/17/05 09:42

ლეგიონერები
ვაჩიბერაძის 49 წუთი
ავტორი
SPORT24

ლატვიის უმაღლესი ლიგის მერვე ტურში, დედაქალაქურმა რფს-მა სტუმრად მეტას დამარცხება შეძლო. აღნიშნულ დაპირისპირებაში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა და მისი ავტორი ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელი, მაქსიმ მარუსიჩი გახდა. შეგახსენებთ, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, უკრაინელი თავდამსხმელი თბილისის დინამოში ისინჯებოდა.

რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელებს, ლაშა შერგელაშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. ძირითად შემადგენლობაში იყო ბექა ვაჩიბერიძეც და 49-ე წუთზე მთავარმა მწვრთნელმა მის ნაცვლად, მოედანზე დავის ინდრანსი შემოუშვა. ამ დროისთვის, საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქისრებული იყო.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები