ლეგიონერები

 2019/02/06 20:38

ლეგიონერები
უნიკახას ბედი მესამე შეხვედრაში გადაწყდება
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ლიგა ენდესას საფლეიოფო მეორე შეხვედრაში უნიკახამ ვალენსია მიიღო. მალაგელებმა სტუმრად იმარჯვეს და ნახევარფინალამდე ერთ ნაბიჯში იყვნენ. თუმცა, ვალენსიამ ბოლომდე იბრძოლა და რთული შეხვედრის მიუხედავად, სერიაში ანგარიში გაათანაბრა. 

სტუმრები თავის საქმეს პირველივე წუთებიდან შეუდგნენ და უპირატესობაც მოიპოვეს. მეოთხედი მათივე მარტივი გამარჯვებით (20:12) დასრულდა. უნიკახა გააქტიურდა და მეტოქე უფრო წინ არ გაუშვა. მეტიც, ტაიმის მიწურულს, ჩამორჩენა შეამცირა – 32:37.

მესამე მეოთხედში უნიკახა უკეთ ათამაშდა. ზედიზედ 3 ჩაგდებული სამქულიანით, პირველი ლიდერობა მოიპოვა და დასკვნით ათწუთეულს ერთქულიანი უპირატესობით შეხვდა – 53:52. თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, ვალენსიამ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და 5 ქულითაც დაწინაურდა, რაც თამაშის მოგების ტოლფასი გახლდათ – 76:69.

გიორგი შერმადინმა პარკეტზე 11'21 წუთი დაჰყო, რა დროშიც – 2 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. ჩვენებურმა 3-დან 1 საშუალო გამოიყენა.

გადამწყვეტი შეხვედრა 4 ივნისს, 21:15 საათზე გაიმართება. 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები