ლეგიონერები

 2019/09/01 01:41

ლეგიონერები
უნიკახამ უშუალო კონკურენტს მოუგო
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროთასის მეორე ეტაპის მეორე ტურში უნიკახამ უშუალო კონკურენტი, ცრვენა ზვეზდა მიიღო. პირველ ტურში ესპანელებმა ვალენსიასთან წააგეს, ხოლო სერბებმა ლიმოჟს სძლიეს.

დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ, რისთვისაც თავიდანვე გაიწიეს და დიდი უპირატესობაც მოიპოვეს. თამაშის მსვლელობისას, მათი უპირატესობა 18 ქულასაც შეადგენდა. დასკვნითი მეოთხედის წინ, უნიკახა 51:37-ს იგებდა.

თითქოს, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმცა, ბოლოსკენ ვითარება დაიძაბა. სერბებმა 13:2 გაქცევა განახორციელეს და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს. თამაშის დასრულებამდე 12 წამით ადრე, ანგარიში 77:74 იყო, რის შემდეგაც, სტუმრებმა სამიანი გააფუჭეს და უნიკახამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 79:74.

გიორგი შერმადინს ურიგოდ არ უთამაშია და ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა. ჩვენებურმა 23'38 წუთში 13 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 1 ბლოკი მიითვალა. მან 8-დან 6 საშუალო და ერთადერთი საჯარიმო გამოიყენა.

უნიკახას მორიგი მეტოქე ესტუდიანტესი იქნება. შეხვედრა 12 იანვარს, 21:00 საათზე გაიმართება.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები