ლეგიონერები

 2019/14/03 01:22

ლეგიონერები
უნიკახამ დიდი უპირატესობა გაანიავა და ევროთასს დაემშვიდობა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროთასის მეოთხედფინალური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში ალბამ უნიკახა მიიღო. პირველ ორ შემთხვევაში, გუნდებმა მოედნები გაცვალეს და ნახევარფინალისტის გამოსავლენად მესამე შეხვედრა გახდა საჭირო.

პირველი ტაიმი თანაბრად წარიმართა და ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა. შესვენებაზე უნიკახა სამქულიანი უპირატესობით გავიდა – 39:36.

ესპანელები მესამე მეოთხედში დაიქოქნენ. ჰანდიკაპი 13 ქულამდე გაიზარდა, მაგრამ გერმანელებმა 11:0 გაქცევა განახორციელეს და ინტრიგა დატოვეს. დასკვნითი მეოთხედის გარკვეული დრო სტუმრები წინ იყვნენ. სხვაობა 8 ქულამდეც ავიდა, მაგრამ ბოლო წუთებზე კვლავ მასპინძლებმა იძალეს და მორიგი მინი გაქცევით, ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს – 79:75.

შერმადინმა პარკეტზე 15 წუთი დაჰყო და ყველა მისი სროლა ზუსტი აღმოჩნდა. ჩვენებურმა სამივე საშუალო და ორივე საჯარიმო გამოიყენა. 8 ქულასთან ერთად, 2 მოხსნა, 2 ბლოკი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

უნიკახასთვის ევროტურნირი დასრულდა. შესაბამისად, აქცენტს ლიგა ენდესაზე გააკეთებენ, სადაც მორიგი მეტოქე გრან კანარია იქნება. შეხვედრა 16 მარტს, 23:30 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები