ლეგიონერები

 2019/31/05 23:28

ლეგიონერები
უნიკახა ნახევარფინალს მიუახლოვდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ესპანეთის ლიგა ენდესას ფლეი-ოფში გიორგი შერმადინის უნიკახაც ჩაერთო. მალაგელები რეგულარულში მეხუთეზე გავიდნენ და ნახევარფინალში გასასვლელად ვალენსიას ეცილებიან.

წყვილში ფავორიტად სწორედ ევროთასის მოქმედი ჩემპიონები მოიაზრებოდნენ, თუმცა, უნიკახამ სტუმრად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ნახევარფინალს მიუახლოვდა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა. ტაიმი ვალენსიამ 43:40 მოიგო. ყველაფერი მესამე მეოთხედში გადაწყდა, სადაც სტუმრებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და შეხვედრის დასრულებამდე ხელიდან აღარ გაუშვეს. მათი ლიდერობა 12 ქულამდეც ავიდა, საბოლოოდ კი 85:78 იმარჯვეს.

ქართველ ცენტრს, გიორგი შერმადინს 13'31 წუთი დაეთმო, რა დროშიც 6 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ჩვენებურმა 5-დან 3 საშუალო გამოიყენა.

მეორე შეხვედრა 2 ივნისს, 18:30 საათზე გაიმართება და უნიკახა გამარჯვების შემთხვევაში, ნახევარფინალში იასპარეზებს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები