ესპანეთი

 2019/10/06 17:19

ესპანეთი
უმტიტი: რთული სეზონი მქონდა, მაგრამ კლუბში ვრჩები
ავტორი
სულხან არჯევანიძე

გასული სეზონი სამუელ უმტიტისთვის რთული აღმოჩნდა. ფრანგს ტრავმების გამო, ბევრი გაუცდა და ძირითადში ადგილი დაკარგა. ამის მიუხედავად, კლუბის შეცვლას არ აპირებს.

– რთული სეზონი მქონდა, მაგრამ კონტრაქტი მაქვს და ბარსელონაში ბედნიერი ვარ. მორიგ სეზონში კლუბში ვიქნები.

ტრავმების გამო, ფორმიდან ამოვარდა და მხოლოდ 15 შეხვედრაში ითამაშა. ამასთან, მომავალ სეზონში, ბარსელონაში, შესაძლოა, მისი თანამემამულე ანტუან გრიზმანიც ვიხილოთ. უმტიტიმ კომენტარი მასზეც გააკეთა:

კარგი კითხვაა, მომავალ სეზონში ითამაშებს თუ არა ბარსელონაში. სიმართლე გითხრათ, გასახდელში მის მომავალთან დაკავშირებით, არაფერი მსმენია. შესაძლოა, მისი ტრანსფერი ჩემი არყოფნის პერიოდში განიხილეს. 

ორივე მათგანმა თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, ევროპის შემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა, რომელიც ფრანგებმა 0:2 წააგეს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები