ასაკობრივი ნაკრები

 2018/20/05 00:14

ასაკობრივი ნაკრები
უმცროსი ბორჯღალოსნები ინგლისის საგრაფოების გუნდთან დამარცხდნენ
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები, რომელიც ზედიზედ მესამედ იასპარეზებს მსოფლიო ჩემპიონატზე,  ტურნირისთვის მზადებას აგრძელებს. დღეს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე ილია მაისურაძის გუნდი ინგლისის საგრაფოების გუნდს დაუპირისპირდა  და საკმაოდ მძიმე ბრძოლაში, 17-24 დამარცხდა.

უმცროსი ბორჯღალოსნები, საფრანგეთში გამგზავრებამდე, ინგლისის საგრაფოებს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან. ეს მატჩი 25 მაისს, რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაიმართება.

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი, 30 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით, საფრანგეთში ჩატარდება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები