საფრანგეთი

 2019/27/05 03:04

საფრანგეთი
უკანასკნელი ცნობები ნეიმარისა და მბაპეს შესახებ
ავტორი
სულხან არჯევანიძე

უკანასკნელი ცნობებით, ნეიმარი და კილიან მბაპე გუნდიდან წასვლას არ აპირებენ. ამ უკანასკნელის მომავალ გეგმებს რეალს უკავშირებდნენ. თუმცა, ბოლო ინფორმაციით, ისინი პარი სენ-ჟერმენში მინიმუმ 1 წლით დარჩებიან.

ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი იმედგაცრუების შემდეგ, პარიზელთა დუეტი კლუბს დატოვებდა, მაგრამ რეალობა სხვანაირია.

Telefoot-ის თქმით, ნეიმარი კლუბს მანამდე არ დატოვებს, სანამ დასახულ მიზანს არ მიაღწევს. ამასთან, გუნდის მთავარი მწვრთნელის, ტომას ტუხელისადმი არანაირი პრობლემა აქვს. 

TF1-ის ცნობით კი, კილიან მბაპეს სურს, რომ კლუბმა სატრანსფერო ბაზარზე იაქტიუროს და შემადგენლობა გაძლიერდეს. მას მიაჩნია, უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები