ესპანეთი

 2019/12/06 15:13

ესპანეთი
უკანალის ძალა: რა ხდის აზარს უნიკალურს?!
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

მადრიდის რეალის რიგებში ედენ აზარი ჩაირიცხა, რომლის სანაცვლოდ, „ბლანკოსმა“ 100 მილიონი ევრო გადაიხადა. მის შესახებ, ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა ისაუბრა.

– მისი სიმძიმის ცენტრი უკანალია. ტანმორჩილია და ამ თვისებას არაჩვეულებრივად იყენებს. განსაკუთრებით, ოპონენტთან პირისპირ ყოფნისას. სხვას არავის შეუძლია ასე. ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება პარტნიორებისთვის, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, ედენი „არისტოკრატების“ რიგებში 2012 წლიდან ირიცხებოდა. მან პრემიერ ლიგის ეგიდით, 245 მატჩი ჩაატარა და 85 გოლი გაიტანა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები