ჩოგბურთი

 2019/01/07 21:08

ჩოგბურთი
უიმბლდონის 2019 წლის გათამაშება სენსაციურად დაიწყო
ავტორი
სულხან არჯევანიძე

უიმბლდონის 2019 წლის გათამაშება სენსაციით დაიწყო. პირველივე რაუნდში ასაპრეზობას მსოფლიოს მეხუთე და მეექვსე ნომრები გამოეთიშნენ. 

ალექსანდერ ზვერევმა ჟირი ვესელისთან 1:3 წააგო. გერმანელმა კარგად დაიწყო და ბრეიქით პირველი სეტი გამარჯვებით დაასრულა, თუმცა, ჩეხმა მეტოქეს ჩაწოდება 5-ჯერ წაართვა და შეხვედრაც მოიგო – 3:1.

დიდი ბრძოლა გაჩაღდა სტეფანოს ციციპასისა და ტომას ფაბიანოს შეხვედრაში. ფაბიანო სეტებში ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ ბერძენმა ორივეჯერ გაათანაბრა. საბოლოოდ, გადამწყვეტ სეტში იტალიელმა ორი ბრეიქი გააკეთა და მეექვსე ჩოგანი ასპარეზობას გამოთიშა. 

საკუთარი შეხვედრები კევინ ანდერსონმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, სტენ ვავრინკამ, კაილ ედმუნდმა, მილოშ რაონიჩმა და კარენ ხაჩანოვმაც მოიგეს. აღსანიშნავია, რომ 40 წლის ივო კარლოვიჩი მოწოდების სიმაღლეზეა და ანდრეა არნაბოლდი სამ სეტში დაამარცხა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები