ტესტები

 2018/17/05 22:43

ტესტები
უელსის ნაკრებს ჯოშ ნევიდი გამოაკლდა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ზაფხულის ტესტ სერიის მატჩებში უელსის ნაკრებს, ტრავმის გამო, ჯოშ ნევიდი ვერ დაეხმარება. უელსელმა მორაგბემ მხრის ტრავმა, გასულ კვირას, ჩელენჯ ქაფის ფინალურ შეხვედრაში მიიღო, რომელშიც მისმა გუნდმა  „კარდიფმა“  „გლოსთერი“ 31-30 დაამარცხა.

„დრაკონებს“ ზაფხულის ტესტ სერიაში ჯოშ ადამსი, ტომას ფრენსისი და ლუკ ჩარტერისიც ვერ დაეხმარებიან. მათ ნაცვლად, უელსელთა მთავარმა მწვრთნელმა, ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში, რამდენიმე დებიუტანტს უხმო. ასევე, ნაკრებს დაუბრუნდნენ ჯორჯ ნორტი და როს მორიარტი.

ზაფხულის ტესტ სერიას უელსის ნაკრები 2 ივნისს, სამხრეთ აფრიკასთან დაპირისპირებით იწყებს. „ბოკესთან“ შეხვედრის  შემდეგ კი, „დრაკონები“ ორ ტესტ მატჩს არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

ვორენ გეთლანდის გუნდი მოახლოებული მატჩებისთვის ასეთი შემადგენლობით ემზადება:

ფორვარდები: რობ ევანსი, უეინ ჯოუნსი, ნიკი სმიტი, ელიო დი, რაიან ელიასი, როდრი ჯოუნსი, სემსონ ლი, დეილონ ლევისი, ადამ ბერდი, ბრედლი დევისი, სებ დევისი, ქორი ჰილი, ჯეიმს დევისი, ელის ჯენკინსი, როს მორიარტი, აარონ ვეინრაითი, აარონ შინგლერი.

უკანა ხაზი: ალედ დევისი, გარეთ დევისი, ტომოს უილიამსი, გარეთ ენსქომბი, რის პაჩელი, ჰედლეი პარკსი, ოუენ უეტკინი, სკოტ უილიამსი, ალამ ამოსი, სტეფ ევანსი, ეშტონ ჰეუეიტი, ჯორჯ ნორტი, ტომ პრაიდი.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები