6 ერი

 2019/16/03 20:41

6 ერი
უელსი 6 ერის გამარჯვებულია!
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ისტორიაში მეხუთედ, უელსი 6 ერის გამარჯვებულია. უელსელება მიმდინარე ტურნირზე 5-ვე შეხვედრა მოიგეს და დიდი სლემიც (სძლიეს ყველა მეტოქეს) შეასრულეს. ტურნირის დასკვნით შეხვედრაში, „დრაკონებმა“ „მილენიუმზე“ ირლანდიას უმასპინძლეს და მეტოქე დიდი ანგარიშით 25:7  დაამარცხეს. შეხვედრა საშინელი წვიმის ფონზე მიმდინარაებდა, რამაც მატჩის მიმდინარეობაზეც იქონია გავლენა. 

მატჩი უელსელებისთვის იდეალურად დაიწყო და უკვე შეხვედრის მეორე წუთზევე მოახერხეს ლელოს დადება. მეტოქის ხუთ მეტრიან ზონაში რამდენიმე ფაზიანი შეტევის შემდეგ, გარეთ ენსქომბმა  იდეალური აბრაგანი გადაკიდა, რომელზეც ყველას ჰედლი პარკსმა დაასწრო და ლელოც დაამიწა. გარეთ ენსქომბმა ზუსტად გარდასახა. 

ამის შემდეგ, უელსელებმა, ისევ შეუტიეს და ჯონი სექსტონი რაქში თამაშგარეს წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა და გარეთ ექნქომბმა მორიგი ჯარიმი გაიტანა, რასაც კიდევ ერთიც მიამატა და პირველი ნახევარიც დასრულდა - 16:0 უელსის სასარგებლოდ. 

მეორე ნახევარში თამაშის სცენარი დიდად არ შეცვლილა. ირლანდიელები ბურთს მეტად აკონტროლებდნენ,თუმცა, ქულებს უელსელები იღებდნენ. გარეთ ენსქომბმა, კიდევ სამი  საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად. 

მატჩის მიერ კომპენსირებულ დროს კი, ირლანდიელებმა თამაში არ დაამთავრეს, ბოლომდე შეუტიეს და ჯორდან ლემურმა ირლანდიელებს პრესტიჟის ქულები მოუპოვა.  

საბოლოოდ, 25:7 უელსის ნაკრების სასარგებლოდ. 

 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები