ინგლისი

 2019/11/06 20:16

ინგლისი
უეინ რუნი ბეილის ტრანსფერის წინააღმდეგია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მანჩესტერ იუნაიტედი გარეთ ბეილის დამატებით არის დაინტერესებული, მაგრამ უეინ რუნი ამ ტრანსფერის წინააღმდეგია. ინგლისელს მიაჩნია, რომ მისი დამატება კლუბის პრობლემებს ვერ გადაჭრის.

„წითელ ეშმაკებს“ ცუდი სეზონი ჰქონდათ და ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოხვდნენ. ამასთან, სეზონი უტიტულოდ დაასრულეს.

პირველი, რაც ოლე გუნარ სოლსკიაერმა უნდა გააკეთოს, გუნდის აშენებაა. ვფიქრობ, 100 მილიონად ერთი ან ორი ფეხბურთელის დამატება ამჟამინდელ შემადგენლობას ვერ დაეხმარება. 

შეიძლება რონალდუს, მესის, რამოსის და ბეილის მსგავსი ფეხბურთელები შეიძინო, მაგრამ მათში 350 მილიონის გადახდა მოგიწევს. კლუბს განახლება ახალგაზრდა ფეხბურთელების დახმარებით სჭირდება, მაგრამ ისინი საკმარისად კარგები უნდა იყვნენ.

ვფიქრობ, გულშემატკივრებს გაცნობიერებული აქვთ, რომ მომავალ სეზონში პრემიერ ლიგის მოგებისთვის გუნდი ვერ იბრძოლებს. რთულია, იუნაიტედის, ჩელსის, არსენალის, ტოტენჰემის და თუნდაც ევერტონის მსგავსმა გუნდებმა ორ წელიწადში ლივერპულისა და სიტის დონეს მიაღწიონ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელი ფეხბურთელი, ამჟამად, დი სი იუანიტედის ფეხბურთელია. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები