ნაკრებები

 2018/08/11 19:57

ნაკრებები
რონალდუ კვლავ განაცხადს მიღმაა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ფერნანდუ სანტუშმა პორტუგალიის ეროვნული გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც მათი ვარსკვლავი, კვლავ, ვერ მოხვდა.

მოგეხხსენებათ, რონალდუს მუნდიალის შემდეგ ნაკრებში არ უთამაშია. ბევრი საუბრობდა იმის თაობაზე, რომ პორტუგალიელი იტალიასთან და პოლონეთთან ითამაშებდა, მაგრამ სანტუში მის 2019 წლამდე გამოძახებას არ აპირებს.

ნაკრებში ჟოზე ფონტე, რაფაელ გერერო, ანდრე გომეში და ჟოაო მარიო დაბრუნდნენ. შეგახსენებთ, რომ პორტუგალია 6 ქულით ჯგუფის ლიდერია. ისინი 17 ნოემბერს იტალიას ესტუმრებიან, ხოლო 20 ნოემბერს პოლონეთს უმასპინძლებენ.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები