ნაკრებები

 2019/28/03 18:58

ნაკრებები
უეფამ ირლანდიელები დასაჯა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

უეფამ ირლანდიის ფეხბურთის ფედერაცია დასაჯა. მიზეზი საქართველოს ეროვნულ გუნდთან გამართულ შეხვედრაში ფანების მიერ ჩოგბურთის ბურთების გადმოყრა გახლდათ.

აღნიშნული ფაქტი სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც გურამ კაშიამ მეტოქის ფორვარდი წააქცია და სახიფათო ჯარიმა დაინიშნა. სტანდარტული რამდენიმეწუთიანი პაუზის შემდეგ შესრულდა, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ, გოლით დასრულდა.

ირლანდიელი ფანები ამ ჟესტით, ფედერაციაში მომხდარ ცვლილებებს აპროტესტებენ.

შეხვედრის დაწყებამდე, ირლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა, მიკ მაკარტიმ იხუმრა:

– არაფრის გაკეთება შემიძლია. არ ვაპირებ, მოედანზე ჩოგბურთის ჩოგნით დგომას. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები