ევროტურნირები

 2018/27/05 17:17

ევროტურნირები
უეფამ ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

უეფას ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის 2017-2018 წლების ფინალური შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად, მადრიდის რეალის შემტევი, გარეთ ბეილი დასახელდა. 

უელსელმა რეალისა და ლივერპულის დაპირისპირებაში, თავი დუბლით გამოიჩინა და მადრიდელებს ზედიზედ მესამე ლიგის თასი მოაპოვებინა. აღსანიშნავია, რომ ბეილს ლივერპულელთა კიპერი, კარიუსი დაეხმარა, რომელიც მოწოდების სიმაღლეზე ვერ იდგა და მეორე ტაიმში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. 

შეგახსენებთ, ფინალური მატჩი „სამეფო კლუბის“ გამარჯვებით – 3:1 დასრულდა. ბეილთან ერთად, თავის გამოჩენა ბენზემამაც შეძლო. ფრანგმა კარიუსის პირველი შეცდომის შემდეგ, ცარიელ კარში გაიტანა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები