ინგლისი

 2019/24/08 22:28

ინგლისი
უდანაკარგო მხოლოდ ლივერპულია
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ინგლისის პრემიერ ლიგაში მხოლოდ ერთი უდანაკარგო გუნდი დარჩა. მესამე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლივერპულმა არსენალს უმასპინძლა და უშანსოდ 3:1 დაამარცხა.მერსისაიდელებმა თავიდანვე მაღალი პრესინგი,სწრაფი ტემპი შესთავაზეს  მეტოქეს და საკუთარი თამაში მოახვიეს თავს. არსენალი კი, სწრაფი კონტრშეტევების იმედზე იყო, რაც რამდენჯერმე გამოვიდა კიდეც. ლონდონელთაგან ყველაზე სახიფათო პიერ ემერიკ ობამეიანგი და ნიკოლას პეპე იყო. ამ უკანასკნლეს გატანის იდეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ერთი-ერთზე წაქცეულ მეკარეს ბურთი ვერ ააცილა. 

ტაიმის მიწურულს ლივერპული ისევ დაიქოქა და გაიტანა კიდეც. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ყველას ჟოელ მატიპმა დაასწრო და ანგარიში გახსნა

მეორე ტაიმი კი, არსენალისთვის კოშმარულად დაიწყო. მატჩის 48-ე წუთზე დავიდ ლუისმა საჯარიმოში მოჰამედ სალაჰის წინააღმდეგ იუხეშა და შეხვედრის მთავარმა არბიტრმა,ენტონი ტეილორმა, პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. 11-მეტრიანი დარტყმა „ეგვიპტელმა ფარაონმა“  იდეალურად შეასრულა. ლივერპული არ გაჩერდა და მალე მესამეც გაიტანა. სალაჰმა ლუისს ადვილად აუარა გვერდი და მეკარისაგან დაბალ შორეულ კუთხეში შეაცურა ბურთი. 

მატჩის მიწურულს არსენალმა  მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა,რომელიც ტორეირას ანგარიშზეა. 

საბოლოოდ, 3:1 ლივერპულის სასარგებლოდ და პრემიერ ლიგაში უდანაკარგო მხოლოდ ლივერპულია. 

პრემიერ ლიგის დანარჩენ შეხვედრებში ასეთი შედეგები დაფიქსირდა

ნორვიჩი-ჩელსი 2:3

ბრაიტონი-საუთჰემპტონი 0:2

მანჩესტერი-კრისტალ პალასი 1:2

შეფილდი-ლესტერი 1:2

უოტფორდი-ვესტჰემი 1:3 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები