ესპანეთი

 2019/15/05 16:26

ესპანეთი
უარი ევროპულ გრანდებს...
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

აიაქსის მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰააგმა, მედიასთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამსტერდამელებთან მოქმედი კონტრაქტი ჯერ კიდევ აქვს და არსად გეგმავს წასვლას. 

– ცხადია, ასეთი დიდი კლუბების ჩემდამი ინტერესი სასიამოვნოა, მაგრამ აიაქსთან, ჯერჯერობით, კონტრაქტი მაკავშირებს. აქ თავს კარგად ვგრძნობ. კლუბის ხელმძღვანელობასთან უკვე სამომავლო გეგმებზე ვსაუბრობ. წასვლას არსად ვაპირებ,  აღნიშნა მან. 

შეგახსენებთ, 49 წლის სპეციალისტს ბარსელონას, ჩელსისა და ბაიერნს უკავშირებენ. მან მიმდინარე სეზონში ჰოლანდიური გრანდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ათამაშა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები