ასაკობრივი ნაკრები

 2019/29/05 23:57

ასაკობრივი ნაკრები
U21: გია ცეცაძემ შემადგენლობა დაასახელა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. გია ცეცაძის შეგირდები 6 და 10 ივნისს ამხანაგურ შეხვედრებს ჩაატარებენ. მათი მეტოქეები საბერძნეთისა და სლოვენიის ახალგაზრდული ნაკრებები იქნებიან.

ჩვენი ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებს ევროშესარჩევი ციკლის მზადების ფარგლებში ჩაატარებს. სრული შემადგენლობა შემდეგნაირია:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი);

მცველები: დავით კობოური (დინამო თბ), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), გივი ხეცურიანი (სიონი), ნიკა მალი (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), ვახტანგ ნებიერიძე (ტორპედო);

ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დილა), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ჟირონა, ესპანეთი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ზურიკო დავითაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია);

თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), დავით მუჯირი (ვიტ ჯორჯია), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა).



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები