ასაკობრივი ნაკრები

 2019/14/04 21:52

ასაკობრივი ნაკრები
U18. საქართველომ გერმანია გაანადგურა და ნახევარფინალში რუსეთს შეხვდება
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა კალინინგრადში მიმდინარე რაგბი ევროპის ჩემპიონატი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო – „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ გერმანია  46:0 გაანადგურეს.

მატჩი საქართველოს ნაკრების უდიდესი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. რაც მთავარია, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქართულ რაგბის ნამდვილად დიდი მომავალი აქვს.  ქართული რაგბის მუდმივი პრობლემა, რომ ჩვენები უფრო შერკინებით და მიწოლით თამაშობენ, ამ თაობაში არ არის. პირიქით, საკუთარ შერკინებაშიც კი არ აჩერებდნენ ბურთს დიდი ხნის განმავლობაში და მის ხაზზე გატანას ცდილობდნენ. 

საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 7 უპასუხო ლელო დაუდო და ნახევარფინალში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც რუმინეთი 13:11 დაამარცხა. 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები