ასაკობრივი ნაკრები

 2019/08/09 16:19

ასაკობრივი ნაკრები
U17. საქართველომ ნორვეგია დაამარცხა
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა  პოლონეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირ სირენკას თასზე მეორე მატჩი ჩაატარა და ნორვეგია 1:0 დაამარცხა.

ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლი 44-ე წუთზე გიორგი გვიშიანმა გაიტანა.

მომდევნო მატჩს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 10 სექტემბერს, რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩიტაურმა ნორვეგიელებთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ხარატიშვილი, ხვადაგიანი, ო. მამაგეიშვილი, გაგნიძე, გ. მამაგეიშვილი, გვიშიანი, ავალიანი, აბჟანდაძე, ზოსიაშვილი, უბილავა, თუთაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: აბუაშვილი, დუნდუა, სიჭინავა.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით...



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები