ლეგიონერები

 2019/04/08 00:51

ლეგიონერები
ტვენტეში აბურჯანიას დებიუტი შედგა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ერედივიზიონის მორიგი სეზონი დაიწყო. პირველ ტურში ტვენტემ პსვ მიიღო და მატჩი ფრედ (1:1) დასრულდა.

მასპინძელთა რიგებში გიორგი აბურჯანიას დებიუტი შედგა, ვინც ჰოლანდიაში 2-წლიანი იჯარით იასპარეზებს.

ტვენტემ შესანიშნავად დაიწყო და მე-8 წუთზე ნაკამურას გოლით ანგარიშიც გაიხსნა. ამის შემდეგ, სტუმრებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქის კართან უამრავი მომენტი შექმნეს. მიზანს კი, 65-ე წუთზე დუმფრისის თავურით მიაღწიეს და ანგარიში გაათანაბრეს. ქართველი ნახევარმცველი თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო და ბოლომდე ითამაშა. 

ენსხედელების მორიგი მეტოქე გრონინგენი იქნება, რომელმაც ემენი სტუმრად 1:0 დაამარცხა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები