NBA

 2019/07/03 11:23

NBA
ტრავმირებული ზაზას არყოფნისას, პისტონსმა მარტივად იმარჯვა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ზაზა ფაჩულიას ტრავმის გამო, მინესოტა ტიმბერვულვზის წინააღმდეგ არ უთამაშია. მან აქილევსის ქუსლი დაიზიანა. მიუხედავად ამის, მისმა გუნდმა მეტოქე მარტივად დაჯაბნა. 

სტუმრებმა პირველი მეოთხედი მშვენივრად ჩაატარეს და 35:22 მოიგეს, თუმცა, დარჩენილმა სამივე მეოთხედმა პისტონსის უპირატესობაში ჩაიარა. ტაიმი ტიმბერვულვზმა 64:60 მოიგო. დიდი შესვენების შემდეგ კი, პისტონსმა ძალები მოიკრიბა, 25-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვა და შეხვედრა 131:114 მოიგო.

ზაზა ფაჩულიას ვიზავიმ საოცარი შეხვედრა ჩაატარა. ანდრე დრამონდმა 31 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა. 

პისტონსის მორიგი მეტოქე ჩიკაგო ბულსი იქნება. შეხვედრა 9 მარტს, 05:00 საათზე გაიმართება.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები