სუმო

 2019/15/07 10:57

სუმო
ტრავმირებული გაგამარუს დამაჯერებელი გამარჯვება დაიშომარუსთან
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ნავსი გატყდა. ზედიზედ 6 მარცხის შემდეგ, ტრავმირებულმა გაგამარუმ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ნაგოია ბაშოს მეცხრე დღეს ქართველი გოლიათი ჯურიოს მეშვიდე ნომერ დაიშომარუს დაუპირისპირდა და კლასიკური იორიკირის ილეთით დაამარცხა. 

9 დღის შემდეგ, ნაგოია ბაშოზე გაგამარუს ბალანსი 2:7 აქვს და კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) დასაფიქსირებლად, დარჩენილი 6 ბრძოლიდან ყველას მოგება მართებს. 

გეტყვით იმასაც, რომ გაგას მარჯვენა ტერფის ნეკა თითი აქვს მოტეხილი, მაგრამ ქართველი მაინც არ ნებდება და ბოლომდე აგრძელებს ბრძოლას. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები