ეროვნული ნაკრებები

 2019/17/03 17:58

ეროვნული ნაკრებები
ტრადიცია გრძელდება.რუსები ისევ დავამარცხეთ (VIDEO)
ავტორი
ტატო ნიკურაძე

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდა და ამჯერადაც დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას კრასნოდარში ძლიერად წვიმდა, რამაც მატჩის მიმდინარეობაზეც იქონია გავლენა. ბურთი სველი იყო, რის გამოც მისი ხელში დაფიქსირება ძალიან ჭირდა და ამიტომაც ბევრი იყო შეცდომები გადაცემებში. 

შეხვედრაში პირველი ქულები საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა.  რუსები რაქში თამაშგარეს წესის დარღვევისთვის დაჯარიმდნენ, რაც სოსო მათიაშვილმა სამ ქულაში გარდასახა. ამის შემდეგ, რუსებმა მოუმატეს და საკმაოდ დიდი ხანი ჩვენს 22-მეტრიან ზონაშიც დამკვიდრდნენ, მაგრამ მხოლოდ  ერთი საჯარიმო დარტყმის  გატანა მოახერხეს, რომელიც იური კუშნარიოვის ანგარიშზეა. 

ტაიმის მიწურულს, საქართველოს ნაკრები თავის ტრადიციულ სათამაშო სტილზე გადაეწყო, რაშიც უდიდესი უპირატესობა გვქონდა. რუსმა „დათვებმა“  მთელი მატჩის განმავლობაში ჩვენს შერკინებას ვერაფერი მოუხერხეს. საკუთარ 5-მეტრიანში შერკინების რამდენიმეჯერ ჩაქცევის შემდეგ, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ საჯარიმო ლელო ჩათვალა. 

მეორე ტაიმში მატჩი სრულად საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა. „ბორჯღალოსნების“ მძლავრი შეტევის შემდეგ, ბურთი რაქიდან გამოვარდა, რომლის ფეხით ატაანასაც იური კუშნარიოვი ცდილობდა, მაგრამ რუსთა მგეზავს გიორგი ცუცქირიძემ დაუფარა და ლელოც დაამიწა. 

მალევე, ქართველების უპირატესობა შერკინებაში რუსთა პირველხაზელის, ევგენი მიშეჩკინის სინბინით დასრულდა. ამის შემდეგ, ქართველებმა ისევ შეუტიეს, მირიან მოდებაძემ რუსი უკანახაზელების უყურადღებობით კარგად ისარგებლა, ჯარიმა სწრაფად გაათამაშა და მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა ბურთი. გარდასხვა ზუსტად ლაშა მალაღურაძემ შეასრულა. 

დარჩენილ დროში, რუსებმა მხოლოდ ერთი ჯარიმის გატანა მოახერხეს, რომელიც იური კუშნარიოვის ანგარიშზეა. 

საბოლოოდ, 22:6 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ და „ბორჯღალოსნებმა“ რუსები 23-ე დაპირისპირებაში 21-ედ დაამარცხეს. 

ამ გამარჯვებით, საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი დიდი სლემით (ყველა მოგებით) დაასრულა და  მეთერთმეტედ გახდა აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული. ასევე, ბორჯღალოსნებმა მერვედ შეასრულეს დიდი სლემი. 

 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები