იტალია

 2018/10/05 23:08

იტალია
ტოტის ძეგლს გაუხსნიან
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

რომას ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, კლუბის ლეგენდას, ფრანჩესკო ტოტის, ძეგლს გაუხსნიან. წყაროს ცნობით, 41 წლის ფეხბურთელის ქანდაკება 10-12 მაისს, გალარეა Plus Arte Plus-ში გამოიფინება.

მოქანდაკემ, სტეფანე მეცარომ, ნამუშევარს „მარადისობა“ უწოდა. როგორც ირკვევა, სახელწოდებაში გათვალისწინებულია რომის მეტსახელი (მარადიული ქალაქი) და ტოტისა და კლუბის სამუდამო კავშირი. 

შეგახსენებთ, „გლადიატორთა“ ათიანი გუნდში 1992 წელს მივიდა და 786 შეხვედრის ჩატარება შეძლო. თავდამსხმელმა, კარიერის განმავლობაში, 307 გოლი გაიტანა და 197 საგოლე გადაცემა გააკეთა. ფრანჩესკო იტალიის ნაკრების ღირსებასაც იცავდა. მან აპენინელთა რიგებში 58 მატჩის ჩატარება და 9 გოლის გატანა მოასწრო. 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები