იტალია

 2018/23/05 06:56

იტალია
ტოტენჰემი ინტერის ფეხბურთელს უმიზნებს
ავტორი
გიორგი მჭედლიძე

Football-Italia-ს ინფორმაციით, ინტერის შემტევის ყიდვის სურვილი ტოტენჰემმა გამოთქვა. წყაროს ცნობით, „დეზები“ ხორვატი ივან პერიშიჩით დაინტერესდნენ. 

როგორც ირკვევა, კუნძულელები პერიშიჩის სანაცვლოდ, 50 მილიონ ევროს იხდიან. ჯერჯერობით, უცნობია, გადავა თუ არა ბალკანელი, თუმცა, მისი განცხადებების მიხედვით, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ „ნერაძურიში“ თავი ამოწურა. 

შეგახსენებთ, ივან პერიშიჩი წლებია მილანელთა რიგებში ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში, ამ უკანასკნელმა 37 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. გეტყვით, რომ ივანი მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები