ეროვნული ლიგა

 2019/11/01 16:49

ეროვნული ლიგა
ტორპედოს ბრაზილიელი ახალწვეული ბარსელონას სურდა
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

ქუთაისის ტორპედომ 21 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი, რიჩარდ ლუკა, იჯარით დაიმატა, რომელიც ბოლოს მექსიკური ტიგრესის რიგებში ირიცხებოდა. 

ახალგაზრდა სამხრეთამერიკელის შესახებ 2018 წელს გავლენიანი გამოცემა, Goal.com-ი წერდა. წყარო იუწყებოდა, რომ მისი გადაბირების სურვილი კატალონიის ბარსელონას ჰქონდა. 

– ტიგრესის რიგებში ახალი უცხოელი მოთამაშეა: ბრაზილიელი ნახევარმცველი, რომელმაც საკუთარ სამშობლოში გოიასა და სანტოსის რიგებში გაიბრწყინა. 20 წლის მოთამაშემ რამდენიმე წლის წინ ბრაზილიის 15-წლამდელთა გუნდში იასპარეზა, მისმა შესანიშნავმა თამაშმა კი ბარსელონას ინტერესი დაიმსახურა, რომელიც მას დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა, – წერია სტატიაში. 

ტორპედოში ამბობენ, რომ ლუკას გამოსასყიდი თანხა 20 მილიონია. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები