ეროვნული ლიგა

 2019/11/01 14:26

ეროვნული ლიგა
ტორპედომ ბრაზილიელი შემტევი დაიმატა [VIDEO]
ავტორი
გოგა წურწუმია

21 წლის შემტევი ნახევარმცველი რიჩარდ ლუკა ტორპედოს ღირსებას დაიცავს.

ტორპედოსა და მექსიკურ ტიგრესს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც წარმოშობით ბრაზილიელი  კლუბში 1-წლიანი იჯარით გადავიდა. 2016 წელს რიჩარდ ლუკა ბრაზილიური გოიასის ღირსებას იცავდა, საიდანაც სანტოსის 20-წლამდელთა გუნდში გადავიდა.

სანტოსის შემდეგ, სამხრეთამერიკელი სწორედ მექსიკურ ტიგრესში გადაბარგდა. ტორპედოს ახალწვეული საქართველოში დღეს გამთენიისას ჩამოფრინდა და სავარჯიშო პროცესს ხვალიდან შეუერთდება.


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები