თასი

 2018/07/11 15:54

თასი
ტორპედო თასის ფინალშია !
ავტორი
ტატო ნიკურაძე

თელავი -ტორპედო ქუთაისი 0:1 

თელავი. გივი ჩოხელი

0:1 აზაცკი (10) 

თელავი:  სანიკიძე, თოლორდავა, ნოზაძე, ბაშელეიშვილი, კუკუჯანაშვილი (78. იოსელიანი), ჯიქია, ტვილდიანი, გოგოლიძე, ჭელიძე, რუხაძე, ნიქაბაძე (50. ბაშელეიშვილი). 

ტორპედო ქუთაისი:  კვასხვაძე, აზაცკი, გეგეჭკორი, კუტალია (85. დაფე), დოლიძე, ქიმაძე (73. კუხიანიძე), მარინი, ჰლინკა, კობახიძე, ლაჩნი (67. კაპანაძე), გიგაური. 

კახა ჩხეტიანს აქვს შანსი ქუთაისის  ტორპედოს  მთავარი მწვრთნელის პოსტზე მესამე წელიც ტიტულით დააასრულოს. საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში, ქუთაისის ტორპედო თელავს ესტუმრა და ოლექსანდრ აზაცკის გოლით, 1:0 დაამარცხა.

მატჩი ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო და მათ საწყის წუთებშივე შეძლეს გატანა – გრიგოლ დოლიძის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, საჯარიმოში ყველას ოლექსანდრ აზაცკიმ დაასწრო და  უძლიერესი თავური დარტყმით „გახვრიტა“ ლუკა სანიკიძის კარი. გაშვებული გოლის შემდეგ, ტორპედომ ბურთი დაიჭირა და კომბინაციური ფეხბურთის თამაშს  ცდილობდა. კახელები კი, ძირითადად, კონტრშეტევებზე და მეტოქის შეცდომების იმედზე იყვნენ.  ეს თელაველებს რამდენჯერმე გამოუვიდათ კიდეც, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში  ეპიზოდის დასაგვირგვინრბლად  ოსტატობა არ ჰყოფნიდათ. 

ქუთაისელები ზედმეტი რისკის გარეშე თამაშობდნენ და საბოლოოდ, მშვიდად მიიყვანეს მატჩი გამარჯვებამდე. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები