NBA

 2019/14/06 11:19

NBA
ტორონტომ ისტორია დაწერა! პირველი არაამერიკული გუნდი, რომელიც ჩემპიონი გახდა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ისტორიაში პირველად, ეროვნული საკალათბურთო ასოციაცის გამარჯვებული კანადური გუნდი გახდა. ტორონტო რეპტორსმა დაასრულა გოლდენ სტეიტის სერია და კლეი ტომპსონისა და კევინ დურანტის გარეშე დარჩენილებს, ფინალურ სერიაში 4:2 მოუგო. 

მატჩის ბოლო წამები განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა. როდესაც ანგარიში 110:111 იყო, სტეფ კარიმ სამქულიანი არაზუსტად ისროლა და შეიძლება ითქვას, ამ მომენტმა გადაწყვიტა ჩემპიონის ბედი. 

საბოლოოდ, 114-110 და კანადაში ჩემპიონობას ზეიმობენ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები