ესპანეთი

 2019/17/07 23:54

ესპანეთი
ტონი კროოსი: ბევრს ვვარჯიშობთ, მაგრამ მთავარი რიტმის მომატებაა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მადრიდის რეალი წინასასეზონო მომზადებას გადის. მათ შორის, ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, ტონი კროოსიცაა, ვინც მიიჩნევს, რომ ამხანაგურ შეხვედრებში გუნდმა რიტმი უნდა იპოვოს.

გერმანელმა ნახევარმცველმა მადრიდის რეალის ტელევიზიასთან ისაუბრა:

როგორც ყოველთვის, ვთამაშობთ, რათა ტიტულებისთვის ვიბრძოლოთ. უმნიშვნელოვანესი რიტმის მომატება და საწყის შეხვედრებში გრძნობის დაბრუნებაა. ბევრს ვვარჯიშობთ და ცოტა დაღლილებიც ვიქნებით. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ, ახლაც დაღლილი ვარ.

ძალიან მოვუმატე, როგორც მოთამაშემ. 24 წლის ასაკში სხვა ქვეყნიდან მოვედი და ვფიქრობ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. წარმატება და ჩატარებული შეხვედრების რაოდენობა ძალიან პოზიტიურია და მაბედნიერებს.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი ფეხბურთელი მადრიდის რეალის შემადგენლობაში ბაიერნიდან მოხვდა. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები