სუმო

 2018/17/05 12:46

სუმო
ტოჩინოშინის მე-5 გამარჯვება! [VIDEO]
ავტორი
ირაკლი გოგავა

ნაცუ ბაშოს მეხუთე დღეს, ქართველი რიკიშის, ლევან გორგაძის მეტოქე პირველი მაეგაშირა, ბრაზილიელი კაისეი იყო. მიმდინარე ბაშოზე დაუმარცხებელი ტოჩინოშინი და მოგების არმქონე კაისეი კარგად იცნობდნენ ერთმანეთს – აქამდე 15-ჯერ იყვნენ შეხვედრილნი და მცირე უპირატესობა ტოჩინოშინის მხარეს იყო: 8 მოგება, 7 მარცხი.

ტოჩინოშინმა დასაწყისშივე აიღო ხიდარი-უვატე, კაისეის მავაშში ჩაავლო და 195-სანტიმეტრიანი და 204-კილოგრამიანი მეტოქე მშვიდად გადადგა დოჰიოს გარეთ.

გორგაძემ ხუთიდან ხუთი მოგება მოიპოვა და ოძეკობის რეალური შანსი აქვს, მაგრამ მადა ჭამაში მოდის და იმედი გვაქვს, იანვრის ბაშოს მსგავსად, ამჯერადაც, შეეცდება იმპერატორის თასის მოპოვებას.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა იუტაკაიამა იქნება, რომელსაც ყველა ორთაბრძოლა წაგებული აქვს.


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები