სუმო

 2019/15/05 12:35

სუმო
ტოჩინოშინს ვერ აჩერებენ
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ტოჩინოშინი შეუჩერებელია. ნაცუ ბაშოს მეოთხე დღეს ქართველი გოლიათი მისთვის ძალიან უხერხულ მეტოქეს ექსსეკივაკე, მესამე მაეგაშირა ტამავაშის დაუპირისპირდა და ძალიან მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. 

ბრძოლა მონღოლმა  კარგად დაიწყო. მას მძლავრი ტაჩიაი (საწყისი დაჯახება) ჰქონდა და  ჩვენებური ტავარასაც მიაბჯინა, მაგრამ ტოჩინოშინმა გამოავლინა მებრძოლი სული, ჰიდარი იუცუ აუღო მეტოქეს და კლასიკური იორიკირით გაიყვანა დოჰიოდან. 

ამ გამარჯვებით, ქართველ გოლიათს მიმდინარე ბაშოზე 4 მოგება დაუგროვდა და ჯერჯერობით, დაუმარცხებელია. შეგახსენებთ, ოძეკის წოდების დასაბრუნებლად ტოჩინოშინს კიდევ, მინიმუმ, 6 ბრძოლის მოგება სჭირდება. 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები