სუმო

 2019/09/01 20:12

სუმო
შესაძლოა, ტოჩინოშინმა 2019 წლის პირველი ბაშო გამოტოვოს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

13 იანვარს ტოკიოს რიოგიკუ კოკუგიკანის სასახლეში ჰაცუ ბაშო აიღებს სტარტს, მაგრამ მიიღებს თუ არა მასში ქართველი ოძეკი მონაწილეობას, ჯერჯერობით, უცნობია. ბაშოს დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ვარჯიშზე ლევანს ბარძაყის კუნთი გაუწყდა და მისი იანვრის ბაშოზე მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ექიმების განცხადებით, კუნთი სრულად არ არის გაწყვეტილი, მაგრამ  მის აღდგენას 2-3 კვირა მაინც დასჭირდება. 

იმ შემთხვევაში, თუ ლევანი ჰაცუ ბაშოზე ასპარეზობას ვერ შეძლებს, მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) დაუფიქსირდება და მომდევნო ბაშოზე ისევ ოძეკის წოდების დაცვა მოუწევს. 

 

წყარო: ქართული სუმოს ქომაგები  



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები