სუმო

 2019/13/09 12:58

სუმო
ტოჩინოშინმა საქმე ძალიან გაირთულა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ტოჩინოშინი ისევ დამარცხდა და  საქმე ძალიან გაირთულა. აკი ბაშოს მეექვსე დღეს ქართველი ოძეკი მეოთხე მაეგაშირა,  ყოფილ სეკივაკე ტამავაშის დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით დამარცხდა. 

ტამავაშის უკეთესი ტაჩიაი (საწყისი დაჯახება) ჰქონდა და ლევანი ტავარას მიაბჯინა, რომლის შემდეგაც, დოჰიოდან თვითონაც გადავარდა და გიოჯიმ გუმბაი ტოჩინოშინისკენ გაიშვირა, თუმცა,  შიმპანებმა ვიდეო გამეორების დახმარებით ნახეს, რომ დოჰიოს მიღმა ფეხი პირველად ქართველმა გადადგა და მიმდინარე ბაშოზე მეოთხე მარცხი იგემა.

ტოჩინოშინს აკი ბაშოზე ბალანსი 2:4 აქვს და  ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად 9 ბრძოლიდან მინიმუმ, 6-ის მოგება მართებს. 

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა დაიეიშო იქნება, რომელმაც დღეს იოკოძუნა კაკურიუ დაამარცხა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები