სუმო

 2018/12/11 12:45

სუმო
ტოჩინოშინმა მიმდინარე ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება მიმდინარე ბაშოზე. კიუშუ ბაშოს მეორე დღეს, ქართველი ოძეკი იაპონელ ნიშიკიგის დაუპირისპირდა, რომელიც აღნიშნულ ტურნირზე მესამე მაეგაშირად არის განთესილი და იორიკირის ილეთით დაამარცხა. იაპონელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მრისხანე მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ლევანმა კარგად დაიქნია და გაიყვანა კიდეც დოჰიოდან. ორის დღის შემდეგ, ქართველ გოლიათს მიმდინარე ბაშოზე ბალანსი გაუნულდა. 1 მოგება, 1 მარცხი. 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები