სუმო

 2018/13/11 12:58

სუმო
ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოზე წააქცია [VIDEO]
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ქართველი ოძეკის მეორე გამარჯვება. კიუშუ ბაშოს მესამე დღეს, ტოჩინოშინი აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა მიოგირიუს დაუპირისპირდა და ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა. იაპონელი დაბალი ტაჩიაით დაეჯახა მეტოქეს და არ მისცა მავაშში ჩავლების აღების საშუალება, მაგრამ ტოჩიმ შეძლო მიოგირიუს დოჰიოზე დაგდება. 

ხვალ ჩვენებურის მეტოქე ბრაზილიელი კომუსუბი კაისეი იქნება, რომელიც კიუშუ ბაშოზე, ჯერჯერობით, მოგების გარეშე ასპარეზობს. 

 

 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები