სუმო

 2019/10/09 13:38

სუმო
ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა (VIDEO)
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. აკი ბაშოს მესამე დღეს ქართველი ოძეკი პირველ მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის დაუპირისპირდა და იორიტაოშის ილეთით დაამარცხა.

ტოჩის მძლავრი ტაჩიაი (საწყისი დაჯახება) ჰქონდა და ძალისმიერი ილეთით შეძლო მეტოქის დოჰიოდან გადაგდება.

ამრიგად, აკი ბაშოზე ქართველ გოლიათს ბალანსი 1:2 გაუხდა. შეგახსენებთ, ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად, ტოჩინოშინს მიმდინარე ბაშოზე მინიმუმ, რვა ბრძოლის მოგება მართებს. 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები