სუმო

 2019/12/09 12:46

სუმო
ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე ეფექტური გამარჯვება მოიპოვა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

აკი ბაშოს მეხუთე დღეს ტოჩინოშინი მესამე მაეგაშირა ტომოკაძეს დაუპირისპირდა და მისივე ილეთით დაამარცხა.

სუმოისტები თავიდანვე ერთმანეთს შეებნენ, რის შემდეგაც ლევანმა მეტოქეს კეფაში დაქაჩა და ძირს დაანარცხა. საბედნიეროდ, გუშინდელი უხეში შეცდომა აღარ გაუმეორებია და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.

ჩვენებურს ბალანსი 2:3-ზე აქვს და მიზნამდე 6 გამარჯვება რჩება. მისი მორიგი მეტოქე მეოთხე მაეგაშირა ტამავაში იქნება, ვისაც საპირისპირო ბალანში აქვს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები