სუმო

 2018/11/07 12:44

სუმო
ტოჩინოშინმა აბის შანსი არ დაუტოვა [VIDEO]
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ტოჩინოშინმა კვლავ მოიგო. ნაგოია ბაშოს მეოთხე დღეს, ქართველი ოძეკი იაპონელ მესამე მაეგაშირა აბის დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით დაამარცხა. აბი თავისი გრძელი ხელების გამოყენებას ცდილობდა და ლევანს არ მისცა მავაშში ჩავლების აღების საშუალება, მაგრამ ტოჩინოშინმა უშო ძუმო დაუპირისპირა მეტოქეს და მძლავრი ბიძგებით შეძლო მეტოქის დოჰიოდან გაყვანა. 

ჯურიუ დივიზიონში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) ჩიონოსთან  იეროკირის ილეთით დამარცხდა. 

 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები