სუმო

 2019/12/03 12:48

სუმო
ტოჩინოშინის ზედიზედ მეორე მარცხი
ავტორი
ტატო ნიკურაძე

როგორც ჩანს, ტოჩინოშინს ტრავმა ისევ აწუხებს. ლევან გორგაძე მიმდინარე ბაშოზე, ჯერჯერობით, ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურება. ჰარუ ბაშოს მესამე დღეს  ქართველი ოძეკი კომუსუბი ჰოკუტოფუჯის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. 

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ლევანს მიმდინარე ბაშოზე ძალიან სუსტი ტაჩიაი (საწყისი დაჯახება) აქვს და ის პრაქტიკულად, არ შედის მავაშში. 

სამი დღის შემდეგ, ტოჩინოშინს ჰარუ ბაშოზე 1 მოგება და 2 მარცხი აქვს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები