სუმო

 2019/13/03 12:36

სუმო
ტოჩინოშინის უმძიმესი გამარჯვება
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ტოჩინოშინმა ძალიან მძიმე ბრძოლა მოიგო. ჰარუ ბაშოს მეოთზე დღეს ქართველი ოძეკი მესამე მაეგაშირა ნიშიკიგის დაუპირისპირდა და იორიტაოშის ილეთით დაამარცხა. ლევანს მძლავრი ტაჩიაი (საწყისი დაჯახება) ჰქონდა და მეტოქე ტავარის კიდესაც მიაბჯინა, მაგრამ მაინც ვერ გადაძალა მეტოქე დოჰიოდან. ამის მიუხედავად, ქართველმა გოლიათმა კარგად აიღო ჰიდარი უვატე და იორიტაოშის ილეთით დაანარცხა დოჰიოზე. 

ამ გამარჯვებით, ლევანს მიმდინარე ბაშოზე ბალანსი გაუნულდა 2:2. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები