სუმო

 2019/15/09 13:01

სუმო
ტოჩინოშინის მესამე გამარჯვება
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ტოჩინოშინის მესამე გამარჯვება – აკი ბაშოს მერვე დღეს, ქართველი ოძეკი მისთვის ძალიან უხერხულ მეტოქეს, მეოთხე მაეგაშირა შოდაის დაუპირისპირდა და უვატედაშინაგეს ილეთით დაამარცხა. 

ლევანს არცთუ კარგი ტაჩიაი (საწყისი დაჯახება) ჰქონდა და შოდაი მოროზაშშიც შეუძვრა, მაგრამ ტოჩიმ ტავარას გასწვრივ ბრწყინვალედ იმოძრავა და საბოლოოდ, მეტოქე დაანარცხა კიდეც დოჰიოზე. 

ამ გამარჯვებით, ლევან გორგაძეს მიმდინარე აკი ბაშოზე ბალანსი 3:5 გაუხდა და ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად, კიდევ ხუთი გამარჯვება სჭირდება. ხვალ ჩვენებურის მეტოქე კომუსუბი ენდო იქნება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები