სუმო

 2019/16/09 15:47

სუმო
ტოჩინოშინის ჰენკა და მეოთხე გამარჯვება
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ტოჩინოშინის ზედიზედ მეორე გამარჯვება. აკი ბაშოს მეცხრე დღეს ქართველი ოძეკი კომუსუბი ენდოს დაუპირისპირდა და მიმდინარე ბაშოზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა გოლიათმა ტაჩიაის (საწყისი დაჯახება) თავი აარიდა და ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა მეტოქე.

ამ გამარჯვებით ტოჩინოშინს აკი ბაშოზე ბალანსი 4:5 გაუხდა და ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად, დარჩენილი 6-დან 4 ბრძოლის მოგება მართებს.

ჯურიო დივიზიონში მოასპარეზე გაგამარუ მასარუ კი, დღეს კოტონოვაკასთან დამარცხდა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები