სუმო

 2018/11/07 13:16

სუმო
ტოჩინოშინის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი ნაგოია ბაშოდან მოიხსნა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ნაგოია ბაშოზე ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, ლეგენდარული იოკოძუნა ჰაკუჰო, ბაშოდან მოიხსნა.  მონღოლმა გოლიათმა ერთ-ერთი ორთაბრძოლის დროს, მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც,  აღნიშნულ ბაშოზე ასპარეზობის გაგრძელებას ვერ შეძლებს. ეს კი ნიშნავს, რომ ნაგოია ბაშოზე ტოჩინოშინის ჩემპიონობის შანსები კიდევ უფრო იზრდება.

ჰაკუჰო და  ტოჩინოშინი ერთმანეთს 26-ჯერ შეხვდნენ, მათგან, ქართველმა მხოლოდ ერთხელ, წინა ბაშოზე მოახერხა „თეთრი ფენისქსის“ დამარცხება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები