სუმო

 2018/12/07 12:54

სუმო
ტოჩინოშინის 5-დან 5 [VIDEO]
ავტორი
ტატო ნიკურაძე

მორიგი გამარჯვება ნაგოია ბაშოზე. დღეს ტოჩინოშინი ყოფილ ოძეკს კოტოშოგიკუს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა. ლევანმა იუცოთი დაიქნია მეტოქე, რითაც მას წონასწორობა დააკარგვინა და გადაიყვანა დოჰიოდან. ამ გამარჯვებით, ქართველ გოლიათს 5-დან 5 მოგება დაუგროვდა  და მიტაკეუმისთან ერთად ლიდერობს ნაგოია ბაშოს.

ჯურიუ დივიზიონში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) კი, ჩიონოუმისთან უკურიდაშის ილეთით დამარცხდა.  

 

 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები