სუმო

 2019/14/09 12:48

სუმო
ტოჩინოშინი კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ტოჩინოშინი კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა. აკი ბაშოს მეშვიდე დღეს ქართველი ოძეკი აღმოსავლეთის  მესამე მაეგაშირა დაიეიშოს დაუპირისპირდა, რომელთანაც 6 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს დამარცხდა და მიმდინარე ბაშოზე მეხუთე მარცხი იგემა.

დღევანდელ ბრძოლაში ნათლად გამოჩნდა, რომ ლევანს ტრავმა ძალიან აწუხებს და მიმდინარე ბაშოზე ძალიან სუსტია. ტოჩინოშინს ცუდი ტაჩიაი (საწყისი დაჯახება) ჰქონდა, კონცენტრაცია ვერ შეიმაგრა და ოშიდაშის ილეთით დამარცხდა.

ასე რომ, 7 დღის შემდეგ, ტოჩინოშინს მიმდინარე ბაშოზე ბალანსი 2:5 გაუხდა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები