სუმო

 2019/02/06 14:02

სუმო
ტოჩინოშინი: იყო შეცდომები...
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

ქართველმა ოძეკმა, ლევან გორგაძემ, იმედის დილის ეთერში საინტერესო თემებზე ისაუბრა. მისი თქმით, მსაჯების გადაწყვეტილების გამო, გულდაწყვეტილი იყო.

– იყო შეცდომები, რომლებიც არ უნდა დაეშვათ. არ ვიცი, ეს წინასწარ იყო გათვლილი თუ არა. მე ბრძოლა არ დამითმია, ეს მსაჯების გადაწყვეტილებით მოხდა და გულდასაწყვეტი იყო. ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება. ამას უკვე არაფერი ეშველება. ასანოიამას მივულოცე გამარჯვება. 30 წელს გადავცდი და იოკოძუნას სტატუსის მიღება ადვილი არ იქნება, თუმცა, ჯერჯერობით, კვლავ ვჭიდაობ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ,  აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე დაკარგული ოძეკის სტატუსი დაიბრუნა. მან 15 დან 10 ბრძოლა მოიგო.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები